”თითოეულ ჩვენგანს სანქციები რომ დაუწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, აი, ის ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარი ჰყავთ, ფინანსურადაც უფრო მაგრები არიან, ხალხის რაოდენობითაც უფრო მეტნი ცხოვრობენ თავიანთ ქვეყნებში და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ომში… ეს დამოკიდებულება რაც გუშინ მოვისმინეთ კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა”

განაცხადა თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.