საქართველო არ ახსენეს ბაიდენისა და პუტინის პრესკონფერენციებზე, თითქმის დაუჯერებელია – კოფი

The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი პუტინისა და ბაიდენის სამიტს ეხმიანება. მისი თქმით, დაუჯერებელია, რომ საქართველო არცერთმა პრეზიდენტმა არ ახსენა.

“დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს.

საქართველოს 20% არის ოკუპირებული.

თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე”,– წერს ლუკ კოფი ტვიტერზე.