თითქოს აქციები ენმ-ის მოგონილია და მარტო მათ აქვთ უფლება მხარდამჭერები შეკრიბონ – პაპუაშვილი

ისე გამოდის, თითქოს აქციები “ნაციონალური მოძრაობის” მოგონილია და მარტო მათ აქვთ უფლება საკუთარი მხარდამჭერების შეკრება ჩაატარონ – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქცასთან დაკავშირებით გააკეთა.

“ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ვიმყოფებით. წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია მოსახლეობასთან შეხვედრა. საარჩევნო კამპანიის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი და ნაწილია სხვადასხვა სახის აქციის მოწყობა, საჯარო შეკრება, რაც ამ შემთხვევაში შემაჯამებელ შეკრებას წარმოადგენს. ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებ, რომ უნდა მივიდეთ ბევრნი იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. ამ აქციით დაინახავენ, რომ 30 ოქტომბერს მათი მარცხი გარდაუვალია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.