თინა იმ დღეს იყო აგრესორი – პაპუაშვილი ბოკუჩავას ძალის გამოყენებით გაყვანაზე

“თინა იმ დღეს იყო აგრესორი “- ასე განმართა, ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა, თინა ბოკუჩავას ფიზიკური ძალის გამოყენებით ტრიბუნიდან გაყვანა. პაპუაშვილის თქმით, “აგრესორი” ენმ-ის დეპუტატი იყო.ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც მის მიერ დეპუტატი ქალის ძალის გამოყენებთ გაყვანაზე თავდაპირველად ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

“მე იმავე დღეს გამოვთქვი წუხილი ქალბატონ თინასთან. წუხილი იმის გამო გამოვთქვი, რომ მომიწია სწორედაც მანდატურის ფუნქციის შესრულება იმ დღეს და იმის წინა სხდომაზეც ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, დეპუტატებს მოგვიწია მანდატურის ფუნქციის შეთავსება, მაგრამ ამავე დროს და რა თმა უნდა, წუხილს გამოვთქვამ და არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ტერმინები არ უნდა ავრიოთ, აგრესორი არის აგრესორი და აგრესორობა სქესთან კავშირში არ არის, ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ქალბატონი თინა იმ დღეს იყო აგრესორი. ის იჭრებოდა სპიკერატში, სპიკერის ნების მიუხედავად, მას აკავებდა ორი მანდატური. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, თუ გინდათ იყოთ გულწრფელი და ამ გულწრფელობით შეხედეთ თვალებში ერთმანეთს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.