თმები რომ მქონდეს, ყალყზე დამიდგებოდა – მელია სუბსიდირებული პირბადეების ხარისხზე

,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოში წარმოებული პირბადეები იმდენად უხარისხოა, რომ თავმოყვარე ადამიანი არ იკადრებს მის გაკეთებას.

მისი თქმით, თმა რომ ჰქონდეს, ყალყზე დაუდგებოდა.

“წარმოუდგენელია, არ დავიჯერე ამდენად უხარისხო პირბადეა. ჩვენივე ფულით სუბსიდირებული პირბადე, რომელიც ლარი და ორმოცდაათი თეთრი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს და ახლა ორმოცდაათ თეთრად რომ ყიდიან. აი, თავმოყვარე ადამიანი არ იკადრებს ამ პირბადის გაკეთებას, ეს არის სამარცხვინო. სამ ადამიანთან გადავამოწმე სანამ ამას ვიტყოდი და არ მჯეროდა, თმები რომ მქონდეს, ყალყზე დამიდგებოდა”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

სუბსიდირებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში გასაყიდად უკვე ჩაეშვა. სოციალურ ქსელში მომხმარებლები ფოტოებს დებენ და პირბადეების ხარისხს აკრიტიკებენ.

ასე გამოიყურება საქართველოში წარმოებული პირბადე: