თრომბოემბოლიასა და AstraZeneca-ს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არ დასტურდება – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა AstraZeneca-ს კავშირს თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის.

“დღეს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზშედეგობრივ კავშირს AstraZeneca-სა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, არ არსებობს. შესაბამისად, ვაქცინაციის შემდეგ თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა, როგორიც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა. მოგეხსენებათ, თრომბოემბოლია ისედაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მთელ რიგ დაავადებებთან და ასევე სხვა რისკ-ფაქტორებთან. ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს AstraZeneca–ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის არ ადასტურებს”,– განაცხადა გაბუნია.

ცნობისთვის, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ თრომბოემბოლიური შემთხვევების გამო ასტრაზენეკას გამოყენება დროებით შეაჩერა, თუმცა WHO აცხადებს, რომ არ არსებობს ამ ვაქცინასა და თრომბოემბოლიის კავშირის შესახებ.