“რასაც ქართული ოცნება უკანასკნელი დღეების განმავლობაში აკეთებს, არის პოლიტიკური თვითმკვლელობა. თქვენ გგონიათ, რომ ქართული ოცნება ვერ აცნობიერებს, რომ თუკი ამ ნაბიჯებს გადადგამს, საერთაშორისო მეგობრებისგან მიიღებს ძალიან მძიმე კრიტიკას? როგორ არა, აცნობიერებს, მაგრამ სხვა რა გზა აქვს?! რასაც დოკუმენტი ეუბნება, რომ ობიექტური მოსამართლეები იყვნენ, ხვალ და ზეგ როგორ უნდა დააკავონ პოლიტიკური ოპონენტი?!

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, ბუნებრივია, ძალიან სერიოზულად განსახილველი ინიციატივაა. თუკი დაგვჭირდა ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების, სახელმწიფოს უახლოესი მეგობრების, ქვეყნის ქომაგების დამატებით ყურადღების მიპყრობა, ასეთ შემთხვევაში, ამ ნაბიჯზეც უნდა წავიდეთ”

ამბობს ენმ–ს თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტია ლელოს ინიციატივაზე, რომ თუ ქართული ოცნება მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გააგრძელებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.