“ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც უიდეო ბრძოლას, ბრძოლას ხელისუფლებისთვის, არა ქვეყანაში რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. ამან ძალიან ბევრი რაღაცები გვაჩვენა. მათ შორის, თურმე რა მასშტაბის ბელადომანია ყოფილა ქვეყანაში, რა მასშტაბის პიროვნების კულტს ნერგავს მედია საზოგადოებაში. ეს ძალიან საინტერესოა და ჩვენ ძირითადად ვაკვირდებით და ვემზადებით გრძელვადიანი თამაშისთვის, რომელიც სავარაუდოდ ამ კრიზისის დასრულების მერე რაღაც ფორმას მიიღებს.
ბელადომანიაში ვგულისხმობ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ძალიან ნათლად გამოჩნდა როგორ ცდილობს ქართული პოლიტიკური სპექტრი მისი მზისა თუ ჩრდილის ქვეშ ადგილის მოპოვებას. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ვგულისხმობ. რა გამოსვლებსაც ვისმენთ მედიაში, როგორია დამოკიდებულება, დაწყებული იქიდან, რომ ჩვენ ლილიპუტები, ის რაღაც გმირი, ჩვენ ვინ ვართ, ის არის…. ჩემი აზრით, თუ რამეს ეწინააღმდეგებოდა “გირჩი” და თუ რამის წინააღმდეგი იყო იდეა “გირჩის”, იყო ბელადომანიის წინააღმდეგი, რომ რაციონალურ საფუძვლებზე თანამოაზრეებს რაღაც მოგვეფიქრებინა.
ფაქტობრივად, სრულად წაიშალა ყველანაირი საზღვრები, ასე ვთქვათ პარტიებს შორის, იმდენად ყველა გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, რომელიც არის სახელად “მიშა” და მეორე იდეა, რომელიც ამას უპირისპირდება, არის სახელად “ბიძინა” და ამ ადამიანების ამ ურთიერთბრძოლაში ჩვენი ადგილი სამწუხაროდ არ არის, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არის და აქედან გამომდინარე გირჩის პოზიცია ასეთი პასიურია”
ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.