თურნავას თქმით, კვლევების გადამოწმებამდე ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ნამახვანი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, რომელზეც არაერთი კვლევა ჩატარებულა, თუმცა მიუხედავად ამისა,  კვლევების გადამოწმებამდე ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება. თურნავა ასევე აცხადებს, რომ შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, სადაც ამ ფონდში კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო.

“იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას საბოლოოდ, რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას და კვლევების საიმედოობას, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული კვლევის გადამოწმებას.

მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ ხუთი მილიონი ლარის ოდენობის ფონდი იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს და მხარს დაუჭერსა და დააფინანსებს ხოების მოსახლეობისთვის ყველა საჭირო პროექტს. მის მარტვაში ჩაერთვებიან მოსახლეობის წარმომადგენები, სათემო ორგანიზაციები და ეს ფონდი დაფარავს არა მარტო რამდენიმე სოფელს, რომელიც მოქცეულია პროექტის არეალში, არამედ ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ძირითად სოფლებს, რომლებიც ხეობაშია განთავსებული”, – აცხადებს თურნავა.