თურნავას თქმით, მთავრობა ენგურჰესის მსგავს, მსხვილი ჰესების მშენებლობის გაგრძელებს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ენგურჰესის მსგავსი მსხვილი ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის გაგრძელებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ამის შესახებ, მან სამეგრელოში ენგურჰესის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

“ჩვენი თაობა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ახალი ჰიდროსადგურები დაფუძნებული ადგილობრივ რესურსზე ავაშენოთ. რა თქმა უნდა, მცირე ენერგეტიკაც, ქარი, მზეც, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ ენგურჰესის მსგავსი მსხვილი, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები. მათ შორის, ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრა. ეს არის მთლიანობაში გარანტია, რომ მომავალში არასდროს ვიქნებით მხოლოდ ჩვენს სამეზობლოზე დამოკიდებულები იმპორტის თვალსაზრისით და ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება”  – განაცხადა თურნავამ.