თურქეთი აცხადებს, რომ შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებისთვის კანონები უნდა შეცვალონ

თურქეთი აცხადებს, რომ მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში წევრობაზე საკუთარი კანონები უნდა შეცვალონ. ამის შესახებ, განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ასევე, ქვეყნის პრეზიდენტის აპარატის სპიკერმა, ფაჰრეთინ ალტუნმა აღნიშნავს, თუ ფინეთს NATO-ში გაწევრიანება სურს, მაშინ თურქეთის უსაფრთხოების საკითხებს სერიოზულად უნდა მოეკიდოს. ამის შესახებ, მან ფინურ გაზეთ Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“მათი თქმით, ისინი შორს არიან ტერორისტული რეგიონებისგან, შესაბამისად, კანონებიც ამის მიხედვით აქვთ შექმნილი. კარგი, მაშინ შეცვალეთ ისინი. ისინი ამბობენ, რომ ტერორისტულ ორგანიზაციასაც აქვს ღონისძიების ორგანიზების უფლება, კარგი მაშინ შეცვალეთ კანონები”, – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.