თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა

თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები, ბოსფორის სრუტეს გასავლელად ნებართვას თებერვლის დასაწყისიდან ელოდებოდნენ. ინფორმაციას შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, ანდრეი კლიმენკო ავრცელებს.

საუბარია სარაკეტო კრეისერზე Варяг და დიდ ნავსაწინააღმდეგო გემზე Адмирал Трибуц, რომლებიც 6 ნოემბერს სინგაპურის სრუტეში შენიშნეს, საიდანაც ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდნენ.

“ხედავთ Z და V ასოებს მილებზე? როგორც ძველ ანეკდოტშია: “არ გამოგვადგა”. ყველაფერი თურქეთის და მისი სრუტეების გამო. ისინი 9 თვე იცდიდნენ. დაიღალნენ, შეკეთების საშუალება არსად იყო, ეკიპაჟის წევრები გაგიჟდნენ”. – წერს კლიმენკო Twitter-ზე.