თურქეთში ავტოკატასტროფას საქართველოს მოქალაქე ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა

თურქეთში, ტრაპიზონის პროვინციის მაჩქას რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. მძიმედ დაშავებული მძღოლის გადარჩენა ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო.

სატვირთო ავტომობილი საქართველოში ისკენდერუნის რაიონიდან ბრუნდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.