თუ არ ავიცრებით, რთული ნოემბერი გვექნება, ეპიდსიტუაცია უარესდება – გამყრელიძე

“3 დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ბოლო 3 დღეა, წინა 2 კვირასთან შედარებით, სამშაბათიც, ოთხშაბათიც და ხუთშაბათიც, გვაქვს დაახლოებით, 300 ერთეულით მეტი ახალი შემთხვევა, ვიდრე ეს იყო წინა სამშაბათს, წინა ოთხშაბათს, წინა ხუთშაბათს. ანუ ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია. ისევ ნელ-ნელა გვეწყება ზრდა. ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია.

სხვადასხვა გათვლებით იმუნური ფენა არის 50-55%-ის ფარგლებში. თუ ეს არ იქნა, დაახლოებით, 80% ანუ გადატანილი + აცრილი, სამწუხაროდ, გვექნება რთული ნოემბერი.”

ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.