“დაასრულებს, თუ არა ომიკრონი პანდემიას? – გეტყვით ასეთ რამეს, თუ არ გაჩნდა კიდევ ახალი სერიოზული შტამი, შტამები სულ ჩნდება, მაგრამ ისეთი სერიოზული, როგორიც იყო “დელტა” და როგორიც არის “ომიკრონი”. თუ არ გაჩნდა, აუცილებლად დაასრულებს და რატომ – ვაქცინაცია მიუხედავად შეფერხებებისა, მაინც მიდის წინ და მაინც გვეყოლება 80% მოსახლეობის აცრილი ჩვენთანაც კი და იმ სიცარიელეს, რაც დარჩა ვაქცინაციის შემდეგ, შეავსებს ახალი მედიკამენტები “ფაიზერის” და ნაწილობრივ”მერკის” . ეს კომბინაცია გამოცდილია მსოფლიოს მიერ, რომ ცალკე ვაქცინაციით ძალიან ძნელია პანდემიის დაძლევა, მაგრამ გაცილებით იოლია ეფექტიანი ვაქცინისა და ეფექტიანი მედიკამენტის გამოყენებით. ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ უახლოესი 2-3 თვის მანძილზე არ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი, პრინციპულად განსხვავებული და სერიოზული შტამი”

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-ის ეთერში.