თუ არ გჯერათ, დაელოდეთ ცესკოს მონაცემებს – კახა კალაძე

კახა კალაძე GORBI-ს ჩატარებული კვლევით გამარჯვებას ზეიმობს. ედისონ რისერჩისა და იპსოსის ეგზიტპოლებით, მასსა და ნიკა მელიას შორის მეორე ტური გაიმართება, თუმცა ამაზე კალაძე პასუხობს:”თუ არ გჯერათ ჩვენი ეგზიტპოლის შედეგი, შეგიძლიათ დაელოდოთ ცესკოს მონაცემებს”

​”ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ. დღევანდელი დღე გახდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი. შეგახსენებთ, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას, ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებას”,- თქვა კახა კალაძემ.