“არ ვიცი, პირველად მესმის ეს განცხადება, მაგრამ თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია, ასეთი განცხადებები თავის დროზე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და ყველამ უარყო აბსოლუტურად ასეთი რამ, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა. რეაგირება გვექნება. თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება, ამ შემთხვევაშიც ასეთი რეაქცია გვექნება, თუ ეს განცხადება გაკეთდა. დიპლომატიური რა თქმა უნდა, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ”.

ასე ეხმაურება, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ მიკისკას განცხადებას, სადაც ამბობს, რომ 2022 წელიდან ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და ფიქრობს, რომ ამ ექსპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი რუსეთში მიდის.