“თუ აუცილებლობა იქნება, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება” – კახა კალაძე

თუ აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება საჭიროების მიხედვით იქნება მიღებული.

„დაველოდოთ, რთულია წინასწარ ვისაუბრო, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ ჩვენ არარეალურ ბრძოლაში ვართ, სადაც მტერს ვერ ვხედავთ. სერიოზული პრობლემებია მსოფლიოში ამ მიმართულებით, ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს პროცესებს და ამის შედეგად ხდება გადაწყვეტილების მიღება. თუ აუცილებლობა იქნა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.