”ერთი მინდა გავაფრთხილო, რომ ჩვენ ვაკვირდებით და იმ შემთხვევაში, თუ იქნება გაყალბება, ხელების გადაგრეხა, მოსყიდვა, დაშინება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, იცოდეთ, ლეგიტიმაციას დავსვამთ კითხვის ნიშნის ქვეშ და შევშფოთდებით, აღვშფოთდებით. ასე რომ, მოვუწოდებ ყველა ლიდერს ნაციონალურ მოძრაობაში, ვინც მონაწილეობას იღებს ამ არჩევნებში, რომ დაიცვან სამართლიანი არჩევნების უფლება, კონკურენციულ გარემოში უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება სერიოზულად, ამათზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ. მე მყავს ჩემი არჩევანი, უბრალოდ ეს ჩამეთვლება, რომ გავლენა მაქვს რაღაც, ამიტომ თავს შევიკავებ, თუმცა ცნობილია, ფაქტია, ემანდ არ დაიჩაგროს ჩემი ხაბე, უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა, ასე რომ მე წარმატებას ვუსურვებ.”

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ნაციონალურ მოძრაობაში დაგეგმილ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით.