“ქრონიკა+“–ის რედაქტორი, ელისო კილაძე თვლის, რომ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, ოცნების იმიჯის დაზიანებისთვის არ გამოდგება:
“მეორე დღეა ნაცების ნაწილი სოსო გოგაშვილს პოლიტიკურ პატიმრად აცხადებს(პარტიებში რომ დაძვრებოდა ვიცოდი,ასე როდის დალაგდა,გამომეპარა)
1.თუ გოგაშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადებით ,ოცნების იმიჯის დაზიანების იმედი გაქვთ,ამაოდ.დიდი ხანია ოცნებას იმიჯი არა აქვს და მიშას პატიმრობამაც კი ფეხებზე კიდიათ.
2.თუ გოგაშვილის მიერ ოცნების მხილების იმედი გაქვთ და სავარაუდოდ,პატრიარქზე ოცნების კომპრომატების გასაჯაროებას ელოდებით,-აქაც ფუჭია მოლოდინი.საპატრიარქო ისეთი დისკრედიტებულია,რასაც არ უნდა ამბობდეს ბიძინა მათზე,ეს ხალხის მასიურ აღშფოთებას ვერ გამოიწვევს.
3.გაყალბებული არჩევნები გადარდებთ თქო,რომ ვიფიქრო ესეც ფარსია-ამ არჩევნების შედეგად სხედხართ პარლამენტში.
4.რომც გამოყაროს გოგაშვილმა კომპრომატები,ის იმდენად დისკრედიტებულია საზოგადოების თანაგრძნობას ვერ გამოიწვევს,ოპოზიცია ისეთი უუნარო რომ მასობრივი პროტესტისთვის ვერ გამოიყენებს.
5.ამასობაში საზოგადოების განწყობას მაინც შეხედეთ,გოგაშვილის დაცვაში ისედაც განულებულ რეიტინგს კიდევ უფრო ანულებთ.
დასკვნა: ანტრიკოტასგან არ გამოვა ჩე გევარა.
პატივისცემით-მთავარი ჩიტი – ე.კ.
გმადლობთ,ნახვამდის !
p.s.დღეს სპეცოპერაცია გაგრძელდება…..“– წერს ელისო კილაძე ფეისბუქზე.