თუ დავიცავთ წესს და რიგს, შეიძლება, რომ ჩავატაროთ – გამყრელიძე არჩევნებზე

“ეს პოლიტიკოსების ჰკითხეთ”, – ასე პასუხობს ამირან გამყრელიძე კითხვას, უნდა გადაიდოს თუ არა არჩევნები.

“დღევანდელი დაღმავალი ეპიდსიტუციის ფონზე, თუ დავიცავთ წესს და რიგს, შეიძლება, რომ ჩავატაროთ [არჩევნები]”,– აცხადებს გამყრელიძე პალიტრანიუსის ეთერში.

ხელისუფლებას არჩევნების გადადებისკენ მოუწოდა ომბუდმენმა ნინო ლომჯარიამ. მას უპასუხეს “ქართული ოცნების” წევრებმა და თქვეს, რომ არჩევნები მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეიძლება გადაიდოს, რასაც არ აპირებენ.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.