თუ დაიხურებით, კმაყოფილი ვიქნები – მათიკაშვილი მთავარ არხს

“თუ დაიხურებით, კმაყოფილი ვიქნები”, –  ასე მიმართა მმართველი გუნდის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტს. ჟურნალისტის კითხვაზე, მიულოცავს თუ არა არხს დაბადების დღეს, მათიკაშვილმა უპასუხა:

“პირდაპირი მიუღებლობა მაქვს თქვენი არხის და ახლა როგორ გითხრათ მეტი. არც დაბადების დღეს არ მოგილოცავთ და თუ დაიხურებით თანახმა და კმაყოფილი ვიქნები.”- განაცხადა მათიკაშვილმა.