თუ ვაქცინა სავალდებულო იქნება, როგორც მღვდელი ყველას მოვუწოდებ, რომ არავინ არ გაიკეთოს – მამა შალვა კეკელია

“თუ ვაქცინის გაკეთება  სავადლებულო იქნება, ჩვენ მას არ გავიკეთებთ “-  – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ხელმძღვანელმა,  დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა.

“რატომ უნდა იყოს აუცილებელი, რომ ეს ვაქცინა გავიკეთოთ. შეიძლება ასე  დადგეს საკითხი თუ ვაქცინა არ გაქვს გაკეთებული, მოგზაურების უფლება არ გქონდეს,  სამსახურში არ მიგიღონ და ეს სხვა რამისკენაა მიმართული. თუ ასეთი მიდგომა იქნება ვაქცინაზე, ბუნებრივია ჩვენ ამ ვაქცინას არ გავიკეთებთ. ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს, თავად უნდა გადაწყვიტოს გაიკეთებს თუ არა ვაქცინას.ღორის გრიპით ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ვაქცინა სავალდებულო არ იყო.”, – განაცხადა მამა შალვა კეკელია.