თუ ვინმეს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა არ აწყობს, ეს რუსეთია – შალვა პაპუაშვილი ნამახვანჰესზე

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.

“ქართული ოცნების” წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ხელის შეშლა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

“ნამახვანჰესი და, ზოგადად, ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პროექტი საქართველოში. კითხვებთან დაკავშირებით მზადაა როგორც მთავრობა, ისე თავად კომპანია და ექსპერტთა ჯგუფები დისკუსიისთვის. თუ ვინმეს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა დღეს არ აწყობს, ეს არის რუსეთი, ამიტომ, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ენერგეტიკული კუთხით ჩვენს სიძლიერეს, ხელს აძლევს რუსეთს”,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.