თუ ვინმე მელიას გირაოს გადაიხდის ანონიმურად, შეძლებს ანონიმურობის დაცვას? – ბერაია პროკურორს

ქართული ოცნების დეპუტატმა დაჩი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც  პროკურორ ამირან გულუაშვილს უსმენენ, პროკურორს ჰკითხა, თუ ვინმე მელიას გირაოს ამონიმურად გადაიხდის, შეძლებს თუ არა ანონიმურობის შენარჩუნებას.

“ორი ტექნიკური შეკითხვა მაქვს: პირველი – ამ შემთხვევაში ბრალდებულს შეეზღუდა თუ არა გირაოს გადახდის შესაძლებლობა ვადის ამოწურვის შემდეგ და შეეზღუდება თუ არა დღეს, თუ იმუნიტეტის მოხსნა დაფიქსირდება. როდემდე აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს გირაოს თანხა? და მეორე შეკითხვა – თუ რომელიმე პიროვნება გამოხატავს სურვილს და გადაიხდის გირაოს თანხას ანონიმურად, შეძლებს თუ არა ამ ანონიმურობის დაცვას და საზოგადეობრივი ინტერესის შემთხვევაში, იქნება თუ არა შესაძლებელი გახმაურდეს, ვინ გადაიხადა გირაოს თანხა ასეთის არსებობის შემთხვევაში”, – ჰკითხა ბერაიამ პროკურორს.

ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ.