“მე მგონია, რომ ზოგადად ეს წესი ძალიან უხერხული წესია და ძალიან მეუხერხულება, როცა კახა კალაძეს ჩვენ, სახელმწიფო სისტემა ვაგზავნით სადღაც შარდის ჩასაბარებლად. ასევე, მეუხერხულება ეს, როცა ჩემს თავს ეხება ან სხვას, ამიტომ ყოველთვის ღიად ვაცხადებ – ხალხო, თუ კითხვები არსებობს ჩემი შარდის შესახებ, მირჩევნია ღიად დავაფიქსირო, რომ არ არის სუფთა, ვიდრე ვიარო სადღაც კოლბებით ჩასაბარებლად. ასე ერთმანეთს არ უნდა მოვექცეთ პოლიტიკოსები, ეს არაფერ შუაშია, ვინ რომელ თანამდებობაზე იმუშავებს მომავალში”

ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია IPN-ის ცნობით. ცნობისთვის, დღეს კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა და მოუწოდა პოლიტიკოსების, ასევე მოიქცნენ.