”თუ მაინც უნდა მოხდეს, მივცეთ უფრო ადრე! ” – ჯონსონი უკრაინისთვის F-16-ების გადაცემაზე

”თუ მაინც უნდა მოხდეს, მივცეთ უფრო ადრე” – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის F-16 გადაცემაზე საუბრისას განაცხადა და  დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.

  • “თუ პუტინს უკრაინიდან ვერ გავაძევებთ, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, მაშინ, საფრთხე მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების ზონისთვის, შეერთებული შტატებისთვის უფრო სერიოზული იქნება”, – თქვა ჯონსონმა.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის თქმით, უკრაინას მეტი ტანკი და შორი მოქმედების არტილერია სჭირდება. ასევე მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკამ უკრაინას F-16-ის თვითმფრინავები უნდა გადასცენ.

“თუ ეს მაინც უნდა მოხდეს ადრე თუ გვიან – თუ ეს არჩევანია, მაშინ, მოდით, მივცეთ მათ რაც სჭირდებათ უფრო ადრე, რადგან ეს ჰუმანურობა და თანაგრძნობაა”, – განაცხადა ჯონსონმა