თუ მშვიდობიან მოსახლეობას თქვენს ბანდას დაუპირისპირებთ, ციხეში ამოყოფთ თავს! – ჩარკვიანი ღარიბაშვილს

პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ადამიანებს მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად აეროპორტში მშვიდობიანად მიიყვანას, მაგრამ თუ ირაკლი ღარიბაშვილი მათ “ბანდას” დაუპირისპირებს, ამისთვის ციხეში მოუწევს ჩაჯდომა.

“მე ვაგებ პასუხს იმ მოძრაობაზე, რომ არავინ გაიძრევა ამ მოძრაობიდან, მხოლოდ მშვიდობიანად მივიყვან აეროპორტამდე. ხოლო თქვენზე იქნება სისხლისღვრის პასუხისმგებლობა, თუ თქვენ გადაწყვეტთ სამოქალაქო ომს. საქართველოში თუ ვნახე, რომ ახლა, გადაწყვეტილების მიღების ჟამს, როცა ქართული სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მშვიდობიან მოსახლეობას დაუპირისპირებთ თქვენს ბანდას, დასავლეთისთვის კარგად ნაცნობს, პირობას გაძლევთ, თქვენ, ირაკლი ღარიბაშვილი ამისთვის ციხეში ამოყოფთ თავს!”,- ამბობს ჩარკვიანი.

ღარიბაშვიის განცხადებით, სიყალბეა სააკაშვილის მოწოდებები, რომ ხალხი გავა და მას დაიცავს, რადგან ენმ-ს, მისი აზრით, 5 ათასი კაცის მოგროვება ძლივს შეუძლია.

“ჩვენ გვკითხონ, რამდენი ადამიანის მობილიზება შეგვიძლია”,- აღნიშნა პრემიერმა.

ოცნების დეპუტატის, დავით კაჭარავას თქმით, ხალხს მობილიზება არ სჭირდება, რადგან “ხალხი ისედაც გამწარებულია მიხეილ სააკაშვილზე”.