თუ „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილს პრემიერად დაასახელებს, იგივე წრეზე წავალთ და 31 ოტომბერს იქნება „რეფერენდუმი“ – ხარშილაძე

თუ „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილს პრემიერად დაასახელებს, იგივე წრეზე წავალთ და 31 ოტომბერს იქნება „რეფერენდუმი“ –  ასე აფასებს „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დაასახელოს.

„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვერ ჩამოვა, რადგან ამას კანონი უკრძალავს. ასევე, ისიცაა, რომ კონტრპროდუქტიულია, იმიტომ, რომ საკმაოდ უარყოფითი რეაქცია აქვს თვითონ მიხეილ სააკაშვილი დასახელებას პრემიერად, როგორც პირველი პირის აღქმას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება და ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ მათ უფრო ახალ სახეზე გაეკეთებინათ გათვლა. ერთი რამ აშკარაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ისევ იგივე წრეზე წავალთ, ისევ იქნება „რეფერენდუმი“- მიშა თუ ბიძინა. ასე არ გამოდის, „ნაცმოძრაობა“ მაგას უნდა მიხვდეს და დაანებოს თავი ამ „რეფერენდუმის“ ჩატარებას ყოველ არჩევნებზე“, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.