თუ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, აშშ-ს მოუწევს სანქციების დაწესება – კრამერი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამბობს, რომ თუ ნიკა მელია ციხიდან არ გათავისუფლდება, აშშ-ს ქართული ოცნების ლიდერებისთვის სანქციების დაწესება მოუწევს.

მისი განცხადებით, მოლაპარაკების გზით კრიზისი არ მოგვარდა, ამიტომ თუ ეს გზა არ ამართლებს, სანქციები უნდა გამოიყენონ.

“მელიას გათავისუფლება პირველი ნაბიჯია, როგორც ვთქვი, შეუძლებელია ციხეში იჯდეს ოპოზიცური ლიდერი და შენ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციასთან. და სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა, თუ ნიკა მელია არ გათავისუფლდება დაუყონებლივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს სანქციების დაწესება.

ვიმეორებ, ამას სიხარულით არ ვამბობ, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს წნეხის გასაზრდელად იმ ადამიანებზე, ვინც პასუხისმგებელია იმაზე რა მდგომარეობაშიც საქართველო ჩააყენეს. და როდესაც სანქციებზე ვლაპარაკობ, ვფიქრობ რამდენიმე ადამიანზე – ესენი არიან, ბატონი ივანიშვილი და ბატონი ღარიბაშვილი სხვებთან ერთად! ვიმედოვნებ საქმე აქამდე არ მივა, თუმცა, როგორც ახლა ვხვდები, ჩვენი ევროპელი მეგობრების მცდელობამ, მოლაპარაკების გზით მოეგვარებინათ საკითხი – არ იმუშავა. და თუ არ ამართლებს ეს გზა, უნდა გამოვიყენოთ რამე სხვა, ამიტომ ვფიქრობ სანქციებია ეს გზა, რაც საკმაოდ მკაცრი ხელი იქნება”,- განაცხადა კრამერმა მთავარ არხთან ინტერვიუში.