თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა საჭიროა, პირველივე თვითმფრინავს მოვახტები – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, საქართველოში ჩამოვიდეს, თუკი ოპოზიცია ამას გადაწყვეტს.

“თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა საჭიროა, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების და ა.შ.

მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი, მე ვარ მზად ჩემი ქვეყნისთვისთვის გავწირო თავი საერთოდ ულაპარაკოდ. თუ ოპოზიცია მოილაპარაკებს რომ მათთვის ეს იქნება სასარგებლო, ქართველ ხალხს დაეხმარება, ერთი წამით არ ვიყოყმანებ. მე არ მეშინია არც ციხის, არც მოკვლის, არც არაფრის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და დღეს საპროტესტო აქციას პარლამენტთან გამართავს.