თუ ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს და უარს იტყვის ვადამდელზე, მოხდება რევოლუცია – დუმბაძე

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ის ვერაღების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს არ ჩაატარებს, ქვეყანაში რევოლუცია მოხდება.

“იმ შემთხვევაში თუ 2021 წლის 2 ოქტომბერს ქართული ოცნება მიიღებს 43%-ზე ნაკლებს და უარს იტყვის ვადამდელ არჩევნებზე, გაძლევთ აბსოლუტურ გარანტიას, ქვეყანაში მოხდება რევოლუცია, შევვარდები პარლამენტში პირადად, არავითარი დასავლეთი, ამერიკა, არავითარი საერთაშორისო მხარდაჭერა არ გჭირდებათ.

რას ჰქვია, ვის ხუშტურზეა დამოკიდებული, მურმან დუმბაძემ როგორ უნდა იცხოვროს ბათუმში? აბა, ეგღა მაკლია, კობახიძის ხუშტურით ვიცხოვრო. ხეშეკრულება არის დადებული, პირობა არის შესასრულებელი”,– ამბობს დუმბაძე ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი არა 43%-იან ბარიერზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.