თუ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაში, რევანშისტული თავდასხმებისთვის ახალ სამიზნეებს იპოვის – ჯონსონი

თუ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაში, რევანშისტული თავდასხმებისთვის ახალ სამიზნეებს იპოვის – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მადრიდში ნატო-ს სამიტზე განაცხადა.

“ჩვენ ყველას გვესმის, რომ თუ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაში, ის, თავისი რევანშისტული თავდასხმებისთვის ახალ სამიზნეებს იპოვის და ჩვენ რაიმე აბსტრაქტულ იდეალებს არ ვიცავთ, არამედ ვიცავთ მშვიდობიანი სამყაროს პირველ პრინციპს, რომელიც არის ის, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მათი მეზობლები დაშალონ და თუ ოდესმე ეს იქნება დაშვებული, მაშინ არცერთი ერი, არსად იქნება უსაფრთხოდ”, – დასძინა ჯონსონმა.