თუ პუტინი დამარცხება, საქართველო და უკრაინა აღარ იქნებიან რუსეთზე დამოკიდებული – ტენზერი

“თუ პუტინი დამარცხება, საქართველო და უკრაინა აღარ იქნებიან რუსეთზე დამოკიდებული” – ამის შესახებ, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) უფროსმა თანამშრომელმა ნიკოლას ტენზერმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე “დიდება უკრაინას!” განაცხადა.

”საქართველოს ბედი გადაწყდება უკრაინიდან გამომდინარე. თუ პუტინი სრულად დამარცხება, ეს ქვეყნები აღარ იქნებიან დამოკიდებული რუსეთზე და არც მათთან დაკავშირებული. ჩვენ გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა უნდა შევიმუშავოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ომში ვართ რუსეთთან, ეს უნდა ვაღიაროთ. თუ ვფიქრობთ, რომ ეს ომი სერიოზული ამბავია, რამდენადაა შესაძლებელი, რომ ტელევიზიები ჩვენს მტერს ეთერს უთმობენ.”