თუ სააკაშვილთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, ის მკურნალობის პროცესს შეწყვეტს – ადვოკატი

“თუ სააკაშვილთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, ის მკურნალობის პროცესს შეწყვეტს “- ამის შესახებ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ბასილაია აღნიშნულ განცხადებაში ასევე ხაზს უსვამს, რომ ამაში ხელახლა შიმშილობის დაწყება არ იგულისხმება.

“ბოლო დღეების განმავლობაში არ ეძლევათ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი, მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი. დეპუტატებს სრული უფლება აქვთ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება და ამას არ დაესმევა წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც მანამდე იღებდა ექიმის დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა”, – აცხადებს ბასილაია.