თუ სააკაშვილი არ გჭირდებათ, გადმოეცით ის უკრაინას – ლიზა იასკო რუსთავის ციხეში არ შეუშვეს

თუ სააკაშვილი არ გჭირდებათ, გადმოეცით ის უკრაინას  – უკრაინას რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის მეუღლე,  ლიზა იასკო, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12-ე დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

”არ შემიშვეს ციხეში, ჩემს მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, როგორც ნათესავზე და რადას დეპუტატზე, ასევე მიხეილის მოთხოვნაზე, მნახოს მე, როგორც მისი სამოქალაქო მეუღლე და რადას დეპუტატი.

ძალიან მძიმეა ის, რომ ადამიანი პატიმრობაში იმყოფება, როცა მისი ჯანმრთელობა თითქმის განადგურებულია წამებითა და არაადამიანური მოპყრობით, ეს იმის გამო ხდება, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ზიზღი არსებობს. მე კი იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ გისოსებსა და მინის კედლების მიღმა ის ვნახო. ეს ძალიან საშიშია, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ სამართალი იზეიმებს, რადგან არაკანონიერია, არ მისცე უფლება, შეხვდეს საკუთარ ნათესავებს. ასევე, უცხოელ დეპუტატებსაც არ ეძლევათ მისი ნახვის უფლება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი შეიცვლება და თავისუფლების შესაძლებლობა იქნება.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. უკრაინა მზადაა, წაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი. ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და გვჭირდება. თუ ის აქ არ გჭირდებათ და მზად ხართ, გაანადგუროთ, მაშინ გადმოგვეცით ჩვენ – აცხადებს სოციალურ ქსელში განთავსებულ მიმართვაში ლიზა იასკო.