“100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუ ბატონი სააკაშვილი ციხეში მოკვდა, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ეს თუ ის დეპუტატი, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი თუ რამ გამოიწვია ეს, ეს იქნება საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი, ევროპასა და შეერთებულ შტატებში ჩემი სიცოცხლის ბოლომდე და შესაძლოა სამუდამოდ. როცა იკითხავენ, თუ რითია ცნობილი საქართველო, პასუხი იქნება, რომ ოჰ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ციხეში ჩასვეს ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი და ის იქ გარდაიცვალა. ეს იქნება ის, რაც ამერიკელებს ეცოდინებათ საქართველოზე მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ეს საშინელი ტრაგედია იქნება. საქართველოს გაცილებით მეტი შეუძლია დასავლეთს შესთავაზოს და პარტიული პოლიტიკის მიღმა, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში გაანალიზებენ, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ეს არის ის, რითაც საქართველო მსოფლიოს დაამახსოვრდება.”

განაცხადა რუსეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორმა, მაიკ მაკფოლიმ.