თუ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შევთანხმდებით, პარლამენტში შევალ — ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმებზე შეთანხმდებიან, პარლამენტში შევა.

მისი თქმით, ქვეყნის წინსვლისთვის და ხელისუფლებების ცვლილებისთვის სწორედ სანდო საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება არის აუცილებელი და ახლა ის მომენტია, როცა ამის მიღწევის შესაძლებლობა აქვთ.

“ახლა გვაქვს მომენტი და შესაძლებლობა, რომ იმ მოლაპარაკებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ — გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი. ამაზე ვმუშაობთ იქ საათობით და ამისთვის ვიბრძვი, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც ყველანი მივადეგით[…]

ეს მექანიზმები უნდა გვედოს ხელისგულზე, კი არ უნდა გვიკსედებოდეს გული, მე კი შემოვხაზე და რა იცი მერე რა იქნება. აი, ამისთვის ვიბრძვი და პირდაპირ გეუბნებით, რომ მე იქიდან ეს დოკუმენტები, გარანტია, მეჭირება ხელში, რა თქმა უნდა პარლამენტში შევალ”, — განაცხადა ელისაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლა ქვეყნის დაქცევად და ღალატად არ უნდა გამოიყვანონ.

“ისე გახადეს, რომ პარლამენტში არ შეხვიდე, გეგონება, სამშობლოს უნდა უღალატო. ასე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, ქუდი რომ შემიგდონ და არც შევდივარ. ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და პასტით და ფურცლით დავდივარ, რომ ეს და ეს უნდა გაკეთდეს, რაც არჩევნებს შეეხება. ამით თუ გამოვალ, იქიდან გამოვალ თავაწეული. ვფიქრობ, ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს და არ აურიოს ეს ქვეყანა და რევოლუცია არ მოახდინოს[…] ნუ გამოვიყვანთ, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა”, — განაცხადა ელისაშვილმა.