თუ სადმე ჯოჯოხეთია, ის აზოვსტალშია – მარიუპოლის მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო CNN-თან ამბობს, რომ გასული ღამის განმავლობაში აზოვსტალის ქარხანაზე ინტენსიური თავდასხმები გაგრძელდა.

“ამ დროისთვის, თუ სამყაროში ჯოჯოხეთი არსებობს, ის აზოვსტალშია. მიმდინარეობს უწყვეტი დაბომბვა და თავდასხმა, ღამითაც, დრონების ცეცხლის რეგულირებით. ზოგიერთ ადგილზე საომარი მოქმედებები უკვე ქარხნის გალავნის შიგნითაა”, – თქვა მან.

ანდრიუშჩენკომ აღნიშნა, რომ ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი უბნებიდან “გაფრთხილების გარეშე სასწრაფოდ დამოუკიდებლად მოუწიათ ევაკუაცია”.

“მარიუპოლში თავისუფლების ბოლო 11 კვადრატული კილომეტრი (ოთხი კვადრატული მილი)  ჯოჯოხეთად იქცა“, – განაცხადა მერის მრჩეველმა.