თუ საკითხების ინიცირება 1-ელ მარტამდე არ მოხდება, პარლამენტიდან გავალთ – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებული საკითხები პირველ მარტამდე არ დაინიცირდება, ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს დატოვებენ.

“დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით ამ საკითხების ინიცირება უნდა მოხდეს პირველ მარტამდე და განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ არ მოხდება პირველ მარტამდე ინიცირება, როგორც შევალთ პარლამენტში და როგორც შემოვედით და დავესწრებით სხდომას, ისევ გავალთ 1 თვის განმავლობაში”,– თქვა ელისაშვილმა.

მისი ინფორმაციით, შეთანხმება საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებას შეეხება.

“ელექტრონული არჩევნების წესი, ნებისმიერი კარუსელის პრევენციისთვის, იქნება მარკირება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმისმთვლელი აპარატი, რაც ნიშნავს იმას, რომ 8 საათზე დაიხურება თუ არა უბნები გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევიდან პრესკონფერენციას”, – ამბობს ელისაშვილი.