“სალომე ზურაბიშვილს აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ ერთი ხელის მოწერით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან. ეს გადაარჩენს მიშას სიცოცხლეს და ასევე, საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს. ასევე, გუშინ რადგან მან შანტაჟზე და მუქარაზე ისაუბრა “ქართული ოცნების” მხრიდან, თუ სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ისტორიულ ნაბიჯს, გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს და ამით შეინარჩუნებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს, მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ, რომ ამ განსხვავებულობის მიუხედავად, რაც ახლა გვაქვს, დავუდგე გვერდში და მათ შორის, ფიზიკურად დავიცვათ ეს ადამიანი,”

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.