თუ საქართველოში პროგრესის ხილვა გვსურს, მელია უნდა გათავისუფლდეს – ბრაიზა

“თუ საქართველოში პროგრესის ხილვა გვსურს, მელია უნდა გათავისუფლდეს” – ამის შესახებ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ, ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

“ხელისუფლების მხრიდან ენმ-ს ოფისში შეჭრა და ლიდერის დაკავება არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და მსგავსი ქმედებები უნდა შეწყდეს, თუ საქართველოში პროგრესის ხილვა გვსურს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. ბალანსის შესანარჩუნებლად, ჩვენ ხელისუფლებას უნდა მივაწოდოთ ეს გზავნილი. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გავხდეთ ოპოზიციის ინსტრუმენტიც. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან, თუმცა მათ აქვთ ტენდენცია, იფიქრონ, რომ ისეთი დიდი ინსტიტუციები, როგორიცაა ევროკავშირი და აშშ მთებს გადადგამენ მათ გადასარჩენად კრიზისის პერიოდში”. – ამბობს მეთიუ ბრაიზა.