”ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ძალიან მაგარი ამაყი ხალხით. აქ ამპარტავნობაზე არაა საუბარი, მაგრამ ჩვენ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ეს საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსში და ბრატისლავაშიც, ჩვენ არაფერს ვითხოვთ დაუმსახურებელს. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას.

17 ივნისს ევროკომისიის მოსაზრება იქნება და, მთავარი, 23-24 ივნისს დაველოდები. მე მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაში. თუ გადაწყვეტილება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი.”

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.