ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ თუ საზოგადოება ვაქცინაციასა და პირბადის ტარებაზე უარს იტყვის, ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა მალე დაიწყება.
“ასეთი შეფერხებით თუ გაგრძელდა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო, მაგალითად, საფრანგეთში. გერმანია ფრთხილობს ძალიან. მერკელმა გააკეთა განცხადება, ის შეხვდა მხარეების პრემიერ-მინისტრებს და გაახანგრძლივა ლოკდაუნი 28 მარტამდე, რადგან ელოდებიან მესამე ტალღას. იმ გაგებით, რა გაგებითაც მესამე ტალღას ვგულისხმობთ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და საქართველოში დაიწყება მალე, სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე”,– თქვა ცერცვაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება, ხალხი კი რეგულაციების აღარ ასრულებს.