თუ უკრაინელები ჩვენი მოქალაქეების ხოცვას დაიწყებენ, კონტრშეტევით ვუპასუხებთ – ჩიჟოვი

„ჩვენ არ შევიჭრებით უკრაინაში, თუ ამის პროვოცირებას არ მოახდენენ“, – თქვა ევროკავშირში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ ჩიჟოვმა The Guardian-თან ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, თუ უკრაინა რუსეთის მოქალაქეების ხოცვას დაიწყებს, რუსეთი კონტრშეტევით უპასუხებს.

“თუ უკრაინელები რუსეთის წინააღმდეგ შეტევას დაიწყებენ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ კონტრშეტევით ვუპასუხებთ. ან, თუ რუსეთის მოქალაქეების ურცხვად ხოცვას დაიწყებენ სადმე – დონბასში ან სხვაგან”, – აღნიშნა ჩიჟოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, მათ აწვდიან ინფორმაციებს, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება. პრეზიდენტის თქმით, ინტერვენციას ერთობით უპასუხებენ.