თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებსაც ექნებათ -ხვიჩია ჩანაწერებზე

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნება და შეეძლებათ ნებისმიერი აშანტაჟონ , – ასე გამოეხმაურა “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია გავრცელებულ ჩანაწერებს.

“მთავარი პრობლემა, რაც უნდა გავიაზროთ ყველამ არის, ჩვენ, ქართულმა სპეცსამსახურებმა თუ მოვაგროვეთ ინფორმაცია, ეს ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნებათ და შეეძლებათ ნებისმიერი აშანტაჟონ.
წინა ხელისუფლებამ მოაგროვა ინფორმაციები, რომელიც ახლა მის საწინააღმდეგოდ არის გამოყენებული, მისი მოგროვილია, მისი პასუხისმგებლობით გაკეთებული. ამ სიტუაციაში, ყველაზე საშიშ მდგომარეობაში არიან ისევ სპეცსამსახურები, კაციშვილმა არ იცის ასეთი ტიპის მასალები როგორ მოტრიალდება მომავალში. ამას ახლა თვითონ უნდა ანადგურებდნენ – ფიზიკურად კომპიუტერი არ უნდა არსებობდეს. ეს ყველაზე მეტად იმას არ აწყობს, ვინც ამაში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, ეს აქამდე დავა საბოლოოდ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.