თუ ყველა დაწვავს ხიდებს რუსეთთან, ვინ დაელაპარაკება მათ – ერდოღანის სპიკერი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპიკერი აცხადებს, რომ თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთთან საუბარი უნდა გააგრძელონ, რათა უკრაინაში ომის დასრულებას ხელი შეუწყონ.

მისივე თქმით, საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას.

„თუ ყველა დაწვავს ხიდებს რუსეთთან, მაშინ ვინ დაელაპარაკება მათ დღის ბოლოს. უკრაინელებს სჭირდებათ ყველანაირი შესაძლო მხარდაჭერა, რათა შეძლონ საკუთარი თავის დაცვა. მაგრამ რუსების მხარეც უნდა მოვისმინოთ, ამა თუ იმ გზით. რათა მისი საჩივრები გასაგები იყოს, თუ არა გამართლებული”,– განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი შუამავალი თურქეთია. მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდი სწორედ თურქეთში გაიმართება.