„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ამ ომში რუსეთის ფედერაციას მხარს არ უჭერდეს. ფაქტობრივად, ვისურვებდი, რომ ის ჩვენს მხარეს იყოს. თუმცა, ამ დროისთვის, მე არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. […] ვხედავ, ჩინეთს აქვს შესაძლებლობა, გააკეთოს პრაგმატული შეფასება იმის შესახებ, რაც აქ ხდება. იმიტომ, რომ თუ ჩინეთი რუსეთის მოკავშირე გახდება, მსოფლიო ომი იქნება და ვფიქრობ, რომ ჩინეთმა ეს იცის“

ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.