”მიუხედავად იმისა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში, ან საერთოდ ვიქნებით თუ არა, სამწუხაროდ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ ნამდვილად ვზრუნავთ არმიის განვითარებაზე. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ თავის დაცვა. ჩვენ ეს უკვე კარგად გვესმის, თუ არ ვართ NATO-ში, საკუთარი თავი თავად უნდა დავიცვათ. და როდესაც თავს იცავ, ერთი ერთზე ხარ ასეთ სახელმწიფოსთან, გიჩნდება კითხვა: რას ნიშნავს “სანქციები შემდეგ”, ვისკენ არის ეს მიმართული, რისთვის არის? ეხება ეს უკრაინას? მაპატიეთ, მაგრამ სამწუხაროდ არა. მე არ ვიცი რა იქნება შემდეგ. თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება, მაშინ რაში გვჭირდება სანქციები “მოგვიანებით”? შესაბამისად, სანქციებზე საუბარი ჩვენ სახელმწიფოს ნამდვილად არ ეხება. ეს მიუთითებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სრულმასშტაბიანი აგრესიის შეკავებაზე, მაგრამ არ შეიძლება ამის გაკეთება ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე. ჩვენ 15 000 დაღუპული გვყავს, ზოგიერთი ქვეყანა კი სანქციების “მოგვიანებით” დაწესებაზე მსჯელობს”.

ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.