თქვენი უარი ყველას ძვირად დაგვიჯდა – ჯო ბაიდენი აუცრელ მოსახლეობას მიმართავს

თქვენი უარი ყველას ძვირად დაგვიჯდა – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აუცრელ მოსახლეობას მიმართავს და აცრისკენ მოუწოდებს, რადგან აცრაზე უარის საფასურს ქვეყანა იხდის.

“ჩემი სათქმელი აუცრელი ამერიკელებისთვის ესაა: კიდევ რას ელოდებით? კიდევ რის დანახვა გჭირდებათ? ვაქცინა უფასო, უსაფრთხო და აუცილებელია. მას FDI-ის ავტორიზაცია აქვს მინიჭებული. ვაქცინის 1 დოზა მაინც 200 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს გაკეთებული. დიდხანს ვითმენდით, მაგრამ ჩვენი მოთმინებაც იწურება. თქვენი უარი ყველა ჩვენგანს ძვირად დაგვიჯდა, ამიტომ, გთხოვთ, გააკეთეთ ის, რაც სწორია. მხოლოდ მე ნუ დამიჯერებთ, იმ არავაქცინირებულ ამერიკელებს მოუსმინეთ, რომლებიც ახლა საავადმყოფოს საწოლებზე წვანან, ბოლო ამოსუნთქვაღა აქვთ დარჩენილი და ამბობენ  “ნეტავ, ავცრილიყავი, ნეტავ”. ეს ტრაგედიაა. გთხოვთ, ამას თქვენს ტრაგედიად ნუ აქცევთ”, – განაცხადა ბაიდენმა.